უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ინტენსიურად ვაწარმოებთ კოორდინაციას რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გადამწყვეტ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ვიდრე პუტინი უარს ამბობს უკრაინაში მისი უაზრო და ბარბაროსული ომის დასრულებაზე, ზეწოლა გაიზრდება. მადლობა აშშ-ს უკრაინის გვერდით დგომისთვის“, - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.