„პენტაგონი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსული ძალების სახელით საბრძოლველად უცხოელი მებრძოლების დაქირავებას ცდილობს, სიმართლეა“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომელიც ადასტურებს ამ ამბავს, რომ რეალურად ისინი ცდილობენ უცხოელი მებრძოლების დაქირავებას, რაც საყურადღებოა. უკრაინაში 150 000-ზე მეტი ჯარისკაცით, შეჩერებული სამხედრო წინსვლის პირობებში, პუტინმა საჭიროდ მიიჩნია, რომ ამ ომისთვის აუცილებელია უცხოელი მებრძოლების დაქირავება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.