„რუსულმა ჯარმა უკრაინაში მიმდინარე ომში 2000-4000 სამხედრო დაკარგა“, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას წინ „კიდევ რამდენიმე სახიფათო კვირა“ ელის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გარდაცვლილი სამხედროების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთხელ, 2 მარტს გაავრცელა. უწყების მტკიცებით, იმ დროისთვის უკრაინაში დაიღუპა 498 და დაიჭრა 1597 რუსი სამხედრო.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ჯარის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე უკვე 12 000-ს აღწევს.