logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: რეგიონში არსებული ვითარება ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს ჩვენი ვალუტის მიმართ, რეალურად ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს
- +

8 მარტი. 2022. 21:22

 

 

ლევან დავითაშვილის თქმით, ლარის გაუფასურება ძირითადად ემოციური ფაქტორებით არის გამოწვეული. ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

„გვესმის, რომ ბევრი პანიკური მოვლენა იყო და ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები, ასევე ბიზნეს-აქტორები და, სამწუხაროდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც ხელს უწყობს გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო. ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარე სფეროა, რომელსაც სტაბილური გარემო სჭირდება და სტაბილურობა აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზეც და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზეც. რეგიონში არის ძალიან ბევრი გამოწვევა, რთული ვითარება, საომარი პირობები, სანქციები. ბუნებრივია, ეს გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს ჩვენი ვალუტის მიმართაც. დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ მოლოდინების შედეგად გაუფასურებული კურსი. ვთანხმდებით ეკონომიკურ გუნდში და ჩვენს პარტნიორებთანა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯერჯერობით აბსოლუტურად ჯანსაღია და რეალურად ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner