„აშშ პუტინის ომის დამფინანსებელი არ იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვის გამოცხადებისას.
„მე ვთქვი, რომ თავისუფლების დაცვას თავისი ფასი აქვს. „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ ეს ერთნაირად ესმით. „რესპუბლიკელებიც“ და „დემოკრატებიც“ მკაფიოდ აცხადებენ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვერასდროს მიაღწევს წარმატებას მთლიანად უკრაინის ხელში ჩაგდების კუთხით.
„უკრაინა არასდროს იქნება პუტინის გამარჯვება. პუტინს შეუძლია აიღოს ქალაქი, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს ქვეყნის შენარჩუნებას. თუ დღეს არ ვუპასუხებთ პუტინის თავდასხმას გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე, თავისუფლების საფასური ხვალ კიდევ უფრო დიდი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.