logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ელჩის გაწვევა თბილისიდან კიევში შეცდომა იყო - უკრაინელი ხალხი მიხვდება, რომ ეს არამეგობრული ჟესტი იყო
- +

11 მარტი. 2022. 00:00

 

 

„ელჩის გაწვევა თბილისიდან კიევში იყო შეცდომა“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„მშვიდობა უკრაინაში აუცილებლად დადგება და ღმერთს შევთხოვ, ეს რაც შეიძლება მალე დადგეს, მაგრამ მშვიდობა რომ დადგება და უკრაინელ ხალხს, საშუალება მიეცემა ყველაფერი გააანალიზოს, რა თქმა უნდა ისინი თავადვე მიხვდებიან, რომ ელჩის გაწვევა არამეგობრული ჟესტი იყო. ამაზე შორს, მე არ წავალ, რადგან საქართველო, მისი ხალხი, მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რომ პოლიტიკური, მორალური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, იმ ბავშვებს, რომლებიც გასაჭირში არიან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

1-ელ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner