თეა წულუკიანის თქმით, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება იმ პარტიის პროვოკაციას, რომელსაც „ომის პარტია“ ეწოდა. ამ თემაზე თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს სახელწოდება აერთიანებს „ნაციონალური მოძრაობასა“ და იმ დაჯგუფებებს, როლებსაც „ერთი სული აქვთ“ ქვეყანაში რაიმე უბედურება მოხდეს, ხელისუფლება შეირყიონ და იდეალურ შემთხვევაში მთავრობა თავად ჩაანაცვლონ.
„როგორც ჩანს, მათ მხოლოდ ეს ვიწრო ინტერესი აქვთ და როგორც 2008 წელს არ დაგიდევდნენ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც მიატოვეს ბრძოლის ველზე, ახლაც, როგორც ჩანს ძალიან არასერიოზულად უყურებენ ქართველი ხალხის ბედს, მათ შორის ბავშვების. ჩვენთვის სულ ერთი არ არის როგორ იქნება ჩვენს ქვეყანაში მყოფი ბავშვი, ჯარისკაცი, მოხუცი და ვდგავართ ამის საჯაროზე. აქამდე ისინი დამნაშავეთა პარტიის სახელი იყვნენ ცნობილები, ახლა უკვე მათ შეემატათ ეს ახალი სახელიც, რომელიც რეალობას ასახავს“, - განაცხადა წულუკიანმა.