logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ევროკავშირის წევრობაზე: სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გავლენის ქვეშ აკეთებს განცხადებებს დღევანდელი უკრაინული ხელისუფლება
- +

11 მარტი. 2022. 00:18

 

 

„როდესაც უვიზო რეჟიმის დროს მოლაპარაკებები მიდიოდა ევროკავშირისა და საქართველოს ურყევი პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ დაგვშორებოდა უკრაინა და ჩვენ არ დავშორებოდით უკრაინას. ჩვენს ჩვენს თავს განვიხილავდით ერთი ღირებულებების მატარებელ ხალხებად, რომლებიც ერთად მიისწრაფვიან ევროპული სივრცისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„თუკი ევროკავშირი ახლა ამ პოზიციას შეიცვლის, ეს რა თქმა უნდა გასაოცარი იქნებოდა. უკრაინამ რომ პოზიცია შეიცვალა და თვლის, რომ მხოლოდ ის იმსახურებს წინსვლას, ისინი ამას ასაბუთებენ, რომ დაზარალებულები არიან, მაგრამ ჩვენ დაზარალებულები მანამდე ვიყავით და არ მგონია ღირსეული საუბარია რომ ახლა შევადაროთ ვინ რამდენად დაზარალდა. თუ დაზარალებულებაზეა საუბარი, 2008 წელს ჩვენ ვიყავით დაზარალებული, ასევე ხელში გვიჭირავს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი, უკრაინის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ჯერ კიდევ არსებითად არ უმსჯელია. ჩვენს საჩივარზე იმსჯელა და ჩვენ ვართ ის პირველი რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გამარჯვების ვერდიქტი გამოიტანა და სადაც თქვა, რომ ეს არის ოკუპაცია, რომ საქართველოსა და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, დევნილები უნდა დაბრუნდნენ და ა.შ. ამიტომ ჩვენ სამართლებრივად ვართ უკეთესად შეიარაღებული, როგორც ძმებმა არ უნდა ისაუბრონ იმაზე, ვინ ვის სჯობს, ჩვენ სწორედ ამ ჭრილში ვხედავთ ამას და სავარაუდოდ, მეორე მხრიდან, სავარაუდოდ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის„ წარმომადგენლების გავლენის ქვეშ დღევანდელი უკრაინული ხელისუფლება, რომელსაც ძალიან დიდი გასაჭირი ადგას აკეთებს იმ განცხადებებს, რასაც აკეთებს. მაგრამ მოდი ვთქვათ - არა უშავს, რადგან საომარი მდგომარეობაა იქ და ვერაფერი შეარყევს იმ დიდ ტრადიციულ მეგობრობას რაც ჩვენს ხალხებს შორის არის და იმედი მაქვს ასე დარჩება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner