logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სულ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ
- +

11 მარტი. 2022. 00:19

 

 

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ჩაბარდება წარსულს“, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, ის ფიქრობდა, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, თუმცა ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლების საქციელის ფონზე დარწმუნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბრძოლა უნდა გააგრძელოს.

 

„ღმერთმა არ ქნას, რაღაც მოხდეს, ისევ ქალებისა და ნამდვილი ვაჟკაცების დასაცავი გახდება ეს ქვეყანა, რომლებიც დატოვეს მაშინ ბრძოლის ველზე. ეს არის, რაც არ უნდა ღიმილითა და ქილიკით ვისაუბროთ, ტრაგედია, და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ჩაბარდება წარსულს, იმიტომ რომ პარტია, რომელიც ხდება ომის პარტია, რომლისთვისაც სულ ერთია ჩვენი შვილები დაიხოცებიან/არ დაიხოცებიან, იტირებენ/არ იტირებენ, ჩვენი მოხუცები ჩაიხოცები, ჯარისკაცები იქნებიან თუ არა ცოცხლები, რა თქმა უნდა, მათ მომავალი არ აქვთ და ამას მომავალ არჩევნებზე მათ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ. თუმცა, მე სულ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა, ამათი შემყურე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელოთ“, -განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner