ამ ქვეყანაში სიმშვიდის ყველა საფუძველი გვაქვს, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა აწარმოებს სწორ პოლიტიკას, იმისთვის რომ არ მოხდეს ომი ან რაიმე სხვა ტიპის სამხედრო დაპირისპირება.
„ჩემი აზრით, ეს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, როდესაც ხელისუფლება ხელმძღვანელობს პირველ რიგში ეროვნული ინტერესებით. ის, თუ რა დააზიანებს ჩვენს ხალხს და თუ არის ასეთი რამ არის, ამის თავიდან არიდებას ვისახავთ მიზნად ყოველდღიურ და ყოველსაათობრივ რეჟიმში მიზნად. შემდეგ არის ყველა სხვა პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც არის შერაცხადი და გულგრილად შეხედავს იმ დიდი უბედურებას, ტრაგედიას, რაც ტრიალებს უკრაინაში, განსაკუთრებით ბავშვების, ფეხმძიმე ქალებისა და ნებისმიერი სხვა ადამიანის თას. თუ კი ჩვენს ქვეყანაში გაჩნდება ისეთი რისკი, რომელზეც მთავრობა იფიქრებს, რომ ეს რისკი შეიძლება მატერიალიზებული იყოს, რა თქმა უნდა, მთავრობა იქნება პირველი, ვინც საკუთარ ხალხს ამის შესახებ შეატყობინებს. ამიტომ, მინდა ყველას ვუთხრა, ჰქონდეთ მთავრობისა და ხელისუფლების გულწრფელობის იმედი. როდესაც ვამბობთ, რომ სიმშვიდის საფუძველია, სიმშვიდის საფუძველი ნამდვილად არსებობს“, -განაცხადა წულუკიანმა.