აშშ-ში რუსული არყის, ხიზილალისა და ალმასების იმპორტი აიკრძალება. თეთრი სახლის ინფორმაციით, დღის ბოლომდე შესაბამის ბრძანებას ხელს მოაწერს ქვეყნის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.
აკრძალვა შეეხება სხვა ალკოჰოლურ სასმელებს და ზღვის პროდუქტებსაც. აიკრძალება რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტიც.
თეთრი სახლის გათვლებით, ამ გადაწყვეტილების შედეგად რუსეთი 1 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს დაკარგავს.