logo_geo
eng_logo
ვახტანგ მახარობლიშვილი: ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ გზაზე, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია
- +

11 მარტი. 2022. 21:47

 

 

„უაღრესად მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, რომ ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დადასტურდა ის გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირის საბჭომ 7 მარტს მიიღო. ვგულისხმობ დავალებას სამი ქვეყნის შესახებ შეფასებების მომზადების“, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების ლიდერების დონეზე გაჟღერება და პოლიტიკური მხარდაჭერის დაფიქსირება უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

„ჩვენთვის მართლაც სასიამოვნოა, რომ დოკუმენტში საქართველო და მოლდოვა დაფიქსირდა. ისლანდიამ ევროკომისიის მოსაზრების მომზადებას შვიდი თვე, ხოლო მალტამ, 5 წელი მოანდომა - არ მინდა ზედმეტი მოლოდინი შევქმნა და არც ზედმეტად შევაშინო მსმენელი, თუმცა სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა დრო დასჭირდა. ყველას თავისი გზა აქვს და საქართველოსაც თავისი გზა ექნება. ამ გზაზე ჩვენ მაქსიმუმი ძალისხმევა უნდა გავწიოთ, რომ ყველა ის წინაპირობა თუ კითხვა, ვალდებულება რაც იქნება, მათზე მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ.

 

ცალსახად შემიძლია ვთქვა, მას შემდეგ რაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს ეს განაცხადი და არა მხოლოდ მიიღეს, არამედ რამდენიმე დღეში ეს განაცხადი ევროკომისიას გადასცეს. ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ გზაზე, რა გზასაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

ევროკავშირის საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner