გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ბიოლოგიური იარაღის პროგრამა.
,,არ არსებობს უკრაინული ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორია აშშ-ის მხარდაჭერით. არც რუსეთის საზღვართან და არც სადმე“, - აღნიშნა გაეროში აშშ-ის ეჩმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, უკრაინა მოქმედებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებში კორონავირუსის დიაგნოსტირებისა და აღმოჩენისთვის და აშშ მას პროცესის უსაფრთხოდ წარმართვაში ეხმარება.
„სწორედ რუსეთი ინარჩუნებს დიდი ხნის განმავლობაში ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო სამართლის დარღვევით“, - აღნიშნა მან.