„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინელების და ქართველების მეგობრობას ვერაფერი დაანგრევს. ეს კავშირი გამყარებულია როგორც ქართველების, ასევე უკრაინელების სისხლით, ასევე პოლიტიკურ დონეზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღე ვგრძნობთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ლვოვში საქართველოს საპატიო კონსულმა, იაროსლავ მუზიჩკომ განაცხადა.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინელების და ქართველების მეგობრობას ვერაფერი დაანგრევს. ეს კავშირი გამყარებულია როგორც ქართველების, ასევე უკრაინელების სისხლით, ასევე პოლიტიკურ დონეზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის, რომელსაც პრაქტიკულად ყოველდღე ვგრძნობთ. მე მირეკავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოდან, მაჩვენებენ ვიდეოებს, თუ როგორ იმართება მრავალრიცხოვანი მიტინგები უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. რუსეთი ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, ხოცავს ქალებსა და ბავშვებს, აფუჭებს ჩვენს გზებს, ანადგურებს ინფრასტრუქტურას. ვიცით, რომ საქართველომ მსგავსი რამ გადაიტანა 2008 წელს. ჩვენ ასევე გვახსოვს 1992 წელიც, როდესაც ჩვენი მოხალისეები იბრძოდნენ ქართული მიწის დასაცავად“, - აცხადებს მუზიჩკო.