„ოპოზიცია რეალობას აცდენილია, მათ ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობაც აქვთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით ახლა მთავარია ქვეყანამ რეფორმების გზით იაროს და თუ ამაში ოპოზიცია ხელს არ შეუშლით, კარგი იქნება.
„ოპოზიციამ არ ისიც ასოცირების დღის წესრიგი რას ნიშნავს, არც ის იციან, ევროკავშირში გაწევრიანების გზა როგორ შეიძლება ქვეყანამ გაიაროს. მათი ბრალდებები საერთოდ არ მოდის თანხვედრაში იმ სინამდვილესთან, რაც ჩვენ გვაქვს. როდესაც ისინი მიშელის დოკუმენტის შესახებ საუბრობენ, ეს დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული დოკუმენტი არ იყო, ეს იყო ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული დოკუმენტი და მას ევროპაში ინტეგრაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი მთავარი დოკუმენტი, რომელიც დღეს ხელში გვიჭირავს, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და ასევე ველოდებით ევროკავშირისგან ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც არის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილია წლების მიხედვით რომელი რეფორმა უნდა განხორციელდეს და როგორ უნდა დაუახლოვდეს ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ახლა მთავარია, ამ რეფორმების გზით ვიაროთ და თუ ოპოზიცია ამაში ხელს არ შეგვიშლის, კარგი იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევროკავშირის საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების შესახებ წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.