logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი ფუნქციაა, მოემსახურონ რომელიღაც გარე ჯგუფების ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების შელახვის ხარჯზე
- +

12 მარტი. 2022. 00:41

 

 

„საქართველოში ოპოზიცია და საერთოდ, პოლიტიკური პროცესი მოშლილია, რადგან ძირითადი აქტივობები უმრავლეს შემთხვევაში ხდება სხვადასხვა გარე ძალის, მეხუთე კოლონის ჯგუფებს შორის“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც აქციები ეწყობა, რომ მსოფლიოს სიდიდით მეორე არმიასთან ომში საქართველო როგორმე ჩაერთოს.

 

„მათი ფუნქცია მდგომარეობს, რომ მოემსახუროს რომელიღაც გარე ჯგუფების ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების შელახვის ხარჯზე. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნიდანაა ეს შეკვეთა. ჩვენ გვახსოვს ჩრდილოეთის მიმართულებითაც თანამშრომლობდნენ ეგენი. მათი ალგორითმი ასე მუშაობს, რომ მთავარია საკუთარი ფუნქცია და როლი დაინახონ საკუთარი სარგებელი, მათ შორის რა თქმა უნდა ფულადი“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner