logo_geo
eng_logo
ვატიკანში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის არიან მზად
- +

12 მარტი. 2022. 22:42

 

 

ვატიკანში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის არიან მზად.

აღნიშნულის შესახებ ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ განაცხადა.

მისი თქმით,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას მან რუსულ მხარეს რომის პაპ ფრანცისკეს მოწოდება გადასცა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამასთან, პაროლინიმ გაიმეორა რომის პაპის განცხადება, რომ უარყოფს მოსკოვის მტკიცებას უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„სიტყვები მნიშვნელოვანია და რაც ხდება უკრაინაში, იმის სამხედრო ოპერაციად განსაზღვრა, ნიშნავს ფაქტების რეალობის არ აღიარებას. ჩვენ ვხედავთ ომს, რომელსაც, სამწუხაროდ, მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, როგორც ყველა ომს“, – განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა.

პაროლინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს ვატიკანში რუსეთის საელჩოში რომის პაპის ვიზიტი იყო პირადი ნაბიჯი, რათა მოსკოვისთვის გამოეხატა თავისი შეშფოთება ომის ესკალაციის შესახებ.

„თვალწინ გვაქვს საშინელი სურათები უკრაინიდან. მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებს, მოხუცებს და დაუცველ ბავშვებს შორის, რომლებმაც ომისთვის საკუთარი სიცოცხლით გადაიხადეს. ტანჯვა იზრდება, როდესაც ჩვენ ვხედავთ ქალაქებს განადგურებული სახლებით და ელექტროენერგიით, სიცივეს, საკვების და მედიკამენტების არარსებობას და მილიონობით ლტოლვილს, ძირითადად ქალებს და ბავშვებს, რომლებიც გაურბიან ბომბებს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შევხვდი მათ ჯგუფს, რომლებიც იტალიაში უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ: ცარიელი გამოხედვები, სახეები ღიმილის გარეშე, გაუთავებელი სევდა. რა დააშავეს ამ ახალგაზრდა დედებმა და მათმა შვილებმა? ჩვენ უნდა გვქონდეს ქვის გული, რომ დავრჩეთ უგულოდ და ამ ქაოსს გაგრძელების საშუალება მივცეთ, სანამ სისხლისა და ცრემლების მდინარეები აგრძელებენ დინებას. ომი ბარბაროსობაა. არასოდეს არის გვიანი მშვიდობის დამყარება, არასოდეს არის გვიანი ნაბიჯების გადადგმა და შეთანხმებების პოვნა“, – განაცხადა პიეტრო პაროლინიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner