საქართველოში პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება. ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, ჩანაცვლებადია სხვა ქვეყნებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქროონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან აქვს წვდომა. ხორბლის მინიმუმ 2 თვის მარაგი კი ქვეყანას მუდმივად აქვს.
„ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტია და ჩვენ გარკვეული მარაგი ყოველთვის უნდა გვქონდეს. ქვეყანას მუდმივად აქვს მინიმუმ 2 თვის მარაგი. საქართველოს ადგილმდებარეობა იმგვარია, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან გვაქვს წვდომა. საქართველო ყოველთვის მარაგდებოდა რუსეთთან ერთად რამდენიმე ქვეყნიდან: უკრაინა და ყაზახეთი. თუ არ იქნება რუსული ხორბალი, დღეისათვის ყაზახეთი არის უპირობო ალტერნატივა. ასევე, საქართველო პერიოდულად იღებს ამერიკულ ხორბალს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.