logo_geo
eng_logo
ეკონომიკის მინისტრი: საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება - პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, სხვა ქვეყნებიდან ჩანაცვლდება
- +

13 მარტი. 2022. 01:30

 

 

საქართველოში პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება. ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, ჩანაცვლებადია სხვა ქვეყნებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქროონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან აქვს წვდომა. ხორბლის მინიმუმ 2 თვის მარაგი კი ქვეყანას მუდმივად აქვს.

„ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტია და ჩვენ გარკვეული მარაგი ყოველთვის უნდა გვქონდეს. ქვეყანას მუდმივად აქვს მინიმუმ 2 თვის მარაგი. საქართველოს ადგილმდებარეობა იმგვარია, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან გვაქვს წვდომა. საქართველო ყოველთვის მარაგდებოდა რუსეთთან ერთად რამდენიმე ქვეყნიდან: უკრაინა და ყაზახეთი. თუ არ იქნება რუსული ხორბალი, დღეისათვის ყაზახეთი არის უპირობო ალტერნატივა. ასევე, საქართველო პერიოდულად იღებს ამერიკულ ხორბალს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner