ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„მერე მეტყვიან,შენ რა ყველგან მტრები გელანდებაო. ხოდა გავაანალიზოთ ერთად!ჯერ ყვიროდა ხალხი ,მოგვხედოს მთავრობამ წამლები ისე ძვირია ვერ ვახერხებთ შეძენასო ,თქვა პრემიერმა გაიაფდებაოო და ატყდა ღლიცინი ,გვაბოლებს საარჩევნოდ ,ეგ რის გამკეთებელიაო,ახლა წამლები გაიაფდა ,200 ლარიან წამალს 26 ლარად ყიდულობენ და არიან ჩირგვებში ,აქა იქ ჩვენ თუ დავწერთ რამდენიმე კაცი ,არადა აბა სააკაშვილი ყოფილიყო ,ყველა ტელევიზიით იქნებოდა დღეში სამჯერ ამის პიარი,რეპორტაჟები ქუჩიდან,აფთიაქებიდან ,ბილბორდებზე გამოჭიმავდნენ,,გამოვარდებოდა ბუშტებით, ტრიბუნით მიხო ,შევარდებოდა აფთიაქში ,თავის ხელით მისცემდა იმ წამალს ,ატირებულ პენსიონერს ათას მადლობას ათქმევინებდა და მეტანიებსაც გააკეთებინებდა.აქ კი ისევ უხმოდ, ჩუმად ჩაიარა ამ მაშტაბურმა ამბავმა,არც მადლიერი ჩანს ვინმე და არც პიარით იკლავენ თავს ექსპერტ-ანალიტიკოსები,ირაკლის გაკეთებული საქმე არ გამოჩნდეს ოღონდ და ტალახს არავინ დაამადლის, ,,სოლიდარობის ფონდი ,,რომ ირაკლის დამსახურებაა და ათასობით ბავშვი გადარჩა .ამაზე დიდი საქმე არ არსებობს.კაზინოებს რომ აკრძალვები დაუწესდათ და იმხელა მაფიას დაეტაკა პრემიერი და თავისი გაიტანა არც ამის დანახვა უნდათ და ამის მერე მეტყვიან შენ რა ყველგან ღარიბაშვილის მტრები გელანდებაოო ,ხოდა აგერ ბატონო, იქნებ თქვენ მითხრათ რა ხდება!“ - წერს ჯღარკავა.