ჟურნალისტი, იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში შემდეგის სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის უფრო კარგად, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ვიდრე ეს საქართველოს ესმის." - ასე უპასუხა ე. წ. „მთავარი არხის" წარმომადგენლის პროვოკაციულ შეკითხვას ნედ პრაისმა.
და ნირწამხდარი გვარამია, წუხელ, მაინც ამაყობდა თავისი წარმომადგენლის იქ ყოფნით(?!).
ისე, არეული კი იყო, ფურცლები ეკარგებოდა.
აზრებიც.
აღქმებიც.
ფაქტები, როგორც ყოველთვის, არ ჰქონდა.
არც სჭირდებოდა.
ეს ხომ გვარამიაა!
ქართული ტელესივრცის ვარამი!“, - წერს ჟურნალისტი.