logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ვის ინტერესებს ემსახურება დამატებითი დაპირისპირების, ფსიქოზის, მტრობის, შუღლისა და კონფრონტაციის გაღვივება საქართველოში
- +

13 მარტი. 2022. 21:22

 

 

„საქართველო, უკრაინის შემდეგ, არის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე რეგიონის ქვეყნებიდან, ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც გაცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის სურვილი და დაპირისპირებული ვართ რუსეთთან“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

 

„ამიტომაც, ამ პირობებში ქვეყნის შიგნით ნებისმიერი დაპირისპირების, ბოღმის, შუღლის, პანიკის გამოწვევა მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს. აქედან ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თვითონ გამოიტანოს დასკვნა - ვის ინტერესებს ემსახურება დამატებითი დაპირისპირების, ფსიქოზის, მტრობის, შუღლისა და კონფრონტაციის გაღვივება საქართველოში“, - განაცხადა ხელაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner