logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: თუ წითელ ხაზს ვერ დავიცავთ, სანქციების გარდა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი თბილისიდან 30 კმ-ში აღმოჩნდება
- +

13 მარტი. 2022. 23:03

 

 

„თუ წითელ ხაზს ვერ დავიცავთ და ვთქვათ, რაღაც მოხდა, სანქციების გარდა, პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ ხვალვე დეკრეტს მოაწერს ხელს“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედის კვირას განუცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში სწორედ ამისკენ ისწრაფვის.

 

„თუ ამ წითელ ხაზს ვერ დავიცავთ და ვთქვათ, რაღაც მოხდა, სანქციების გარდა, პუტინი ხვალვე ხელს მოაწერს, რაც უკვე გამზადებულია (რამდენი წელია სააკაშვილის დახმარებით გამზადებულია), დეკრეტს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი და ჩრდილოეთ ოსეთი გაერთიანდნენ. მაშინ რუსეთის სახელმწიფო საზღვარი თბილისიდან, დავით აღმაშენებლის ძეგლიდან 30 კმ-ში აღმოჩნდება. ეს უნდათ“, - განაცხადა მამრაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner