უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა ხვალ, 14 მარტს გაიმართება. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერმა უარყო ინფორმაცია, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები 13 მარტს გაიმართა.
მანამდე, რუსეთის დელეგაციის წევრმა, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან შედარებით მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
სლუცკის თქმით, ეს პროგრესი შეიძლება, „უახლოეს რამდენიმე დღეში გადაიზარდოს ორივე დელეგაციის საერთო პოზიციად, ხელმოსაწერ დოკუმენტებში“.