logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: უკრაინაში საოკუპაციო ჯარების წინსვლა უკვე შესუსტებულია
- +

14 მარტი. 2022. 01:27

 

 

„კიევიც რომ აიღოს რუსეთმა, ხარკოვიც რომ აიღოს, ომი არის წაგებული მათ მიერ. ეს სისხლისმღვრელი კონფლიქტი გაგრძელდება ძალიან დიდხან. მარიონეტული ხელისუფლება რას ნიშნავს? მას ვერ შეუქმნიან ვერანაირ სტაბილურ გარემოს მუშაობისა და ფუნქციონირებისთვის. იქნება მუდმივი სისხლისღვრა და კონფლიქტი“, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.

 

„ფაქტია, რომ ეს შემუშვებული სანქციები, რომელიც პერსპექტივაში კიდევ მეტს ითვალისწინებს, უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს რუსეთს. უკვე აყენებს უზარმაზარ დარტყმას. საოკუპაციო ჯარების წინსვლა უკვე შესუსტებულია. „დაბუქსავებულები“ არიან კარგა ხანია. დემორალიზაციის გარკვეული დონეც არსებობს. არის ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალიტეტის დიდ ნაწილშიც არის უკმაყოფილება. ოლიგარქიულ ელიტაშიც დიდი უკმაყოფილებაა“, - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner