უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 16 მარტს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადეს.
„კონგრესი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას მშინ, როდესაც უკრაინა პუტინის სასტიკ და დაუნდობელ აგრესიას აწყდება. კონგრესი ურყევად უჭერს მხარს ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ზიანს მიაყენებს და იზოლაციაში მოაქცევს“, - ნათქვამია აშშ-ის კონგრესის ლიდერების განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა ვიდეომიმართვის რეჟიმში გაიმართება.