logo_geo
eng_logo
„2008 წლის 8-9 აგვისტოს, გიული ალასანიას „სასტავმა“ დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება გადაიფორმა!“
- +

8 აგვისტო. 2016. 22:04




გელა ზედელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს:



„როდესაც აგვისტოს უცნაური ომი ორიოდე დღეში მოთავდა და პოლიციამ გორში შესვლის უფლება მოგვცა, იმ გზას დავადექით, რა გზაც ჩვენმა ჯარისკაცებმა გაიარეს. ოჯახებში შევედით, ხალხს ველაპარაკეთ. ყველა ერთი და იგივეს ყვებოდა: დილით უწვერულვაშო ბიჭები ამოატარეს, სამ საათში უკან მორბოდნენ და გვეხვეწებოდნენ, წყალი დაგვალევინეთ და დაგვმალეთო. თუმცა ისიც თქვეს, მანამდე ვიღაცებმა ჯიპებით ჩაირბინესო!


ამ უწვერულვაშო ბიჭების ნაწილი ცხინვალში დარჩა. სანამ პატრიარქი შევიდოდა მათი ცხედრების გამოსატანად, ბუზი ეხვეოდა!


სხვათა შორის, 2012 წლის ზაფხულში „სახალხო კრებამ" ეს კადრები ფილარმონიაში აჩვენა, სანამ ე.წ. ფილმი დამთავრდებოდა, ხუთ ადამიანს წაუვიდა გული, სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ვინც ამ ყრილობას ესწრებოდა, დამეთანხმება!


შემდეგ ეს კადრები გაქრა. ერთ კვირაში „სახალხო კრებასაც" მივმართე, დამპირდნენ, ჩვენს საიტზე ავტვირთავთო, მაგრამ ტყუილი გამოდგა, როგორც ჩანს, გაანადგურეს!


უწვერულვაშო ბიჭების დიდ ნაწილს საქმეები შეუკერეს დეზერტირობის ბრალდებით და პირველ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროში გამოკეტეს. მოგვიანებით რა ბედი ეწიათ, როგორ დააშანტაჟეს და რა აკეთებინეს, თვითონ უკეთესად იციან!


ამ დროს ე.წ. ბობოლა თანამდებობის პირები ნაცნობ-მეგობრებს ურეკავდნენ აზრებაიჯანში, ოჯახებით გვინდა ჩამოსვლა, შეგვიფარეთო. კახეთის ტრასა გადაიტვირთა, საცობები იყო!


რასაკვირველია, რუსი ოკუპანტია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ აჩვენა ლაჩრობის უმაღლესი დონე. სააკაშვილი და მისი ხროვა მაშინაც კი პიარზე ფიქრობდა: ჯერ იყო 12 აგვისტოს ზეიმი და განწირულთა კივილი, შემდეგ - 40 მილიონიანი იდიოტური ფილმი, ბოლოს კი ამერიკიდან მიღებული 4 მილიარდი დოლარი, რომლითაც წეროვანში გეტოები აშენდა. თუმცა როგორ აშენდა, ეგეც კარგად ვიცით!


ჰო, კიდევ... იყო ჰალსტუხის ღეჭვა, გორში ფორთხვა, ძალიან ბევრი დემაგოგია, 8-9 აგვისტოს დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონების გადაფორმება გიული ალასანიას `სასტავის` მიერ. ასევე იყო ამერიკიდან გამოგზავნილი წყალი, პამპერსები, ალბათ პრეზერვატივებიც და რაც მთავარია, `მოდელირებული ქრონიკა`!


სამწუხაროდ, ჩვენ გაგვაბითურეს, თახსირებმა დიდი ფული მოჭრეს და შეგვიქმნეს ილუზია, რომ გმირები ვართ!


არა, ჩვენ ვართ სულში ჩაფურთხებული და ღირსებააყრილი საზოგადოება!!!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner