საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი უკრაინაში დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის გია ბერიაშვილის , ქართველი მეომრების დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინაში დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის გია ბერიაშვილის გამო. დღითიდღე გვიახლოვდება რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული არნახული აგრესია, რასაც უამრავი ადამიანის , მათ შორის ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე ეწირება.
ვუთანაგრძნობ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების : გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ოჯახებსა და ახლობლებს. მათ საკუთარი სიცოცხლე გასწირეს, იბრძოდნენ და სწამდათ, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიდნენ. დიდება გმირებს!“ -წერს გოგი მეშველიანი „ფეისბუქში“