logo_geo
eng_logo
Gorbi: გამოკითხულთა 76,5% ეთანხმება მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება
- +

20 მარტი. 2022. 21:06

 

 

GORBI-ს კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: „რამდენად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ მსჯელობას? საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ ახლაც და მომავალშიც თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება?“ პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 76,5% ამ მსჯელობას ეთანხმება, 19,6% არ ეთანხმება, 3,9%კი პასუხობს - არ ვიცი.

გამოკითხულთაგან, რომელთა შორის იყვნენ როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ასეთი სურათი იკვეთება - იმას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ ახლაც და მომავალშიც თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება ეთანხმება „ოცნების“ მხარდამჭერების 94% და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 55%.

კვლევა ტელეიმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner