logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომლებიც გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და არ არის გაჯერებული პოპულიზმით
- +

24 მარტი. 2022. 00:00

 

 

„ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომლებიც გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და არ არის გაჯერებული პოპულიზმით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, GORBI-ს კვლევების მხარდაჭერის მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ ქართული საზოგადოება არის ადეკვატური და მას ესმის, თუ რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება.

 

„ხელისუფლება, დგამს ნაბიჯებს, რომლებიც გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და არ არის გაჯერებული პოპულიზმით. ადამიანებს და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მომხრეებს, საზოგადოების ფართო სპექტრს ესმის, რომ ეს არის ერთადერთი სწორი პოლიტიკა. ურა პატრიოტიზმი, მოღალატეობა და ომში ჩათრევა სამშობლოსი ამ ქვეყანაში მხოლოდ არაადეკვატურ ადამიანებს აწყობთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner