logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: დავით უსუფაშვილი ქორწინების შესახებ უმრავლესობის ინციატივას არ ეთანხმება
- +

8 მარტი. 2016. 11:03



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაპირისპირებები გუნდის შიგნით იყოს განხილული.



მე განვაცხადე, რომ პოლიტსაბჭოზე რესპუბლიკელებსა" და მრეწველებს" შორის არსებული .. დაპრისპირება აღარ განიხილება და დღევანდელმა პოლიტსაბჭომაც ეს დაადასტურა. შესანიშნავად ვისხედით ერთი მაგიდის ირგვლივ ყველა ფრაქციის წარმომადგენელი და ჩვენ ჩავთვალეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ მსგავსი ფაქტი იქნება, უნდა იყოს განხილული კოალიციის შიგნით", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.



მისივე თქმით, სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დააფიქსირა მოსაზრება, რომ ქორწინების შესახებ უმრავლესობის ინციატივას არ ეთანხმება, თუმცა პრობლემა „განულებულია".



უსუფაშვილმა გააკეთა განცხადება პარტიის სახელით, მან თქვა, რომ პატივს სცემს კოალიციაში აზრს და მათი მხრიდან პრობლემა განულებულია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა ხელახალი მითქმა-მოთქმის საგანი არ გახდება", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner