CNN: პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარები უკრაინაში გადაჰყავს
-
+
25 მარტი. 2022. 22:29
რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარები უკრაინაში გადაჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-მა დააფიქსირა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გარკვეული რაოდენობის რუსი სამხედროების გადაადგილება, თუმცა პენტაგონში ზუსტ რაოდენობას ვერ აზუსტებენ.
„ახლა გვაქვს იმის მინიშნებები, რომ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინაში ძალების გადასროლა ხდება“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ისინი ძალების გადასროლას საჰაერო სივრცის გამოყენებით არ აფიქსირებენ.