-
+
27 მარტი. 2022. 11:30
ლუგანსკის ოლქში საომარი მოქმედებების დროს უკრაინელი ოპერატორი და ფოტოგრაფი ლვოვიდან იური ოლეინიკი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ლუგანსკის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საომარი მოქმედებების დროს მოკლეს ლვოვის ვიდეოგრაფი და ფოტოგრაფი, Channel 24-ის და ZAXID.NET ვებსაიტის თანამშრომელი იური ოლეინიკი. ის 39 წლის იყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლეინიკი 23 მარტს აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა.