logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: რამდენიმე დღეში„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაინახავენ, რომ ომში ქვეყნის ჩართვა აღარ გამოსდით და სულ სხვა რამეზე დაიწყებენ ლაპარაკს
- +

28 მარტი. 2022. 01:05

 

 

„ხალხიც ხვდება, რომ „ომის პარტიას“ არ უნდა მიეცეს რაიმე შანსი და გასაქანი, რომ საქართველოში დატრიალდეს ის უბედურება, რაც გამოვცადეთ 90-იან წლებში, რაც გამოვცადეთ 2008 წელს და რაც ხდება ახლა ჩვენს მეგობარ უკრაინაში“, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მის სიტყვებს გაემიჯნოს, თუმცა ეს არ გამოუვა.

 

„იმაშიც გარწმუნებთ, რომ რამდენიმე დღეში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ომის პარტია“ დაინახავენ, რომ ომში ქვეყნის ჩართვა აღარ გამოსდით და ეს წამგებიანი რიტორიკაა, სულ სხვა რამეზე დაიწყებენ ლაპარაკს - „რატომ ძვირდება შაქარი“, „რატომ ძვირდება საწვავი“ და ა.შ. ეს იქნება მათი მთავარი თემა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს რომ შევერთდებოდით, მაშინ რამდენად გაიზრდებოდა ფასები, ამას სასწრაფოდ დაივიწყებენ სასწრაფოდ “, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner