ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე: უკრაინას ვერ მივცემთ იმას, რაც თავად არ გვაქვს
-
+
29 მარტი. 2022. 21:09
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, დრაგომირ ზაკოვმა განაცხადა, რომ ცუდი სამხედრო შესაძლებლობების გამო, ბულგარეთი უკრაინაში შეიარაღებას ვერ გააგზავნის და საკუთარი არმიის გაძლიერებაზე ფოკუსირდება.
„უკრაინას ვერ მივცემთ იმას, რაც თავად არ გვაქვს“, - აღნიშნა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ბულგარეთის არმიას გაძლიერება სჭირდება ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა საარტილერიო უზრუნველყოფა, 3D-რადარების შეძენა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მშენებლობა, უპილოტო საფრენი აპარატები, სანაპირო სარაკეტო სისტემები და ა.შ.
„ჩვენ გვჭირდება ბრძოლისუნარიანი არმია. ძირითადი სამხედრო შესაძლებლობები უნდა აღვადგინოთ, რაც სერიოზულ ხარჯებს ნიშნავს“, - აღნიშნა დრაგომირ ზაკოვმა.