logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მარგველაშვილმა ნახევარ მილიონ ქართველს სულში ჩააფურთხა!
- +

9 აგვისტო. 2016. 17:57


„ისედაც, არ მქონდა დიდი სურვილი, შევხვედროდი პლასტელინადწოდებულ ადამიანს, რომელმაც თავის თავს პრეზიდენტი უწოდა",- განაცხადა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფისა  და პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას. ბრეგაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილს სიმართლის შეეშინდა.


შეგახსენებთ რომ ქორწინების შესახებ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფი 9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგეველაშვილს უნდა შეხვედროდა.


„პრეზიდენტთან შეხვედრა გადაიდო, მაგრამ ჩემთვის ეს გაუქმებას ნიშნავს.

 

დღეს, ბატონ მარგველაშვილს სიმართლის შეეშინდა. მარგველაშვილი არის შეშინებული ადამიანი.

 

წარმოიდგინეთ, მას თუ ესე ჩემი ეშინია, დამპყრობლის ჯარი რომ დაინახოს, მაგ შემთხვევაში სააკაშვილზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდება.

 

დღეს, მარგველაშვილი გიგა ბოკერიას და სოროსის ფონდის ხელის ბიჭიაა.

 

მან რეფერენდუმზე ხელის მომწერ ნახევარ მილიონ ქართველ ამომრჩეველს სულში ჩააფურთხა. მარგველაშვილმა ეს გააკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ  შეინარჩუნოს თავისი კომფორტული სკამი და ჰქონდეს კარგი ურთიერთობა იმ შავბნელ ძალებთან, რომლებიც მას უკიჟინებენ, რომ რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს.

 

ყველაფერს გავაკეთებ რომ შემთხვევით არსაიდან მოსული ადამიანი, რომელიც დაჯდა პირველი პირის სავარძელზე მოვაცილო ქვეყანას",- განაცხადა ბრეგაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner