logo_geo
eng_logo
კულება: საშინელებანი, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია ყველა იმ დანაშაულისა, რომელიც რუსეთის არმიამ აქამდე უკრაინაში ჩაიდინა
- +

4 აპრილი. 2022. 23:03

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საშინელებანი, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია ყველა იმ დანაშაულისა, რომელიც რუსეთის არმიამ აქამდე უკრაინაში ჩაიდინა.

 

„დასავლეთი აგრძელებს რუსეთის ომის მანქანას გამოკვებას წიაღისეული საწვავის შეძენით, ვაჭრობით, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, ფინანსური ტრანზაქციებით, რომლებიც განხორციელებულია რუსული ბანკების მეშვეობით, რომლებიც ჯერ არ არის გათიშული SWIFT-იდან“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინამ მოიგო ბრძოლა კიევისთვის, მაგრამ ახლა ემზადება რუსეთის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში.

 

ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner