საფრანგეთის მთავრობა ქვეყნიდან რუს დიპლომატებს გააძევებს. ამის შესახებ ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
გადაწყვეტილება შეეხება საფრანგეთში რუსეთის დიპლომატიურ პერსონალს, რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება საფრანგეთის უსაფრთხოების ინტერესებს.
სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ევროპულ დონეზე გადადგმული ნაბიჯების ნაწილია და დასძინეს, რომ საფრანგეთის პასუხისმგებლობაა ფრანგებისა და ევროპელების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.