უკრაინას რუსეთთან ომის შემდეგ აღდგენის გეგმა დასჭირდება, როგორიც აშშ-მა ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შესთავაზა. ამის შესახებ ბიუჯეტის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ის, რაც უკრაინისთვის საბოლოო ჯამში გვჭირდება, მარშალის გეგმის განახლებული მოდელია“, - აღნიშნა ევროკომისარმა.
იოჰანეს ჰანის თქმით, აღნიშნული გეგმა უკრაინას სწრაფად აღდგენაში დაეხმარება და უკრაინის ევროკავშირთან უფრო სწრაფ დაახლოებას დაეხმარება.