logo_geo
eng_logo
პენტაგონი: შეუძლებელია იმის ცოდნა, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, თუმცა უკრაინას ომის მოგება შეუძლია
- +

6 აპრილი. 2022. 23:52

 

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უწყების შეფასებით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები გაჭიანურებული კონფლიქტის რისკებზე საუბრობენ.

ჯონ კირბის თქმით, შეუძლებელია იმის ცოდნა, რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინაში ომი, თუმცა უკრაინას, რა თქმა უნდა, შეუძლია ომი მოიგოს.

„ის ფაქტი, რომ პუტინი უფრო მცირე გეოგრაფიულ არეალში კონცენტრირებას აპირებს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს იმის შესაძლებლობას, რომ ძალადობა გაგრძელდეს“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია აბსოლუტურად მოიგოს ომი, რასაც ცხადყოფს პუტინის უუნარობა, თავის სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner