„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, ის უკრაინას არ გასცდეს, არ იყოს უფრო სასტიკი, სახიფათო და დამანგრეველი. ამიტომ დახმარებასთან ერთად ვმუშაობთ, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აღკვეთაზე“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„მინდა დავიწყო პატივისცემის გამოხატვით და აღნიშვნით, თუ რამდენად აღფრთოვანებულები ვართ უკრაინელთა სიმამაცით, ლიდერობით, როგორც პირადად მინისტრ დმიტრო კულებათი, ასევე უკრაინის მთელი მთავრობის, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მამაცი შეიარაღებული ძალებით. ყოველდღიურად წინ უდგებით რუსულ აგრესიას, რაც შთამაგონებელია მთელი მსოფლიოსთვის. როგორც იცით, NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფდნენ უკრაინის მხარდაჭერას მრავალი წლის განმავლობაში, წვრთნიდნენ უკრაინელ ჯარისკაცებს. ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ მათ აღჭურვილობას, რათა დაიცვათ ყველა სუვერენული ქვეყნის უფლება დაიცვას საკუთარი თავი , როგორც ეს გაეროს ქარტიაშია წერია. აუცილებელია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების და სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას. NATO ამარაგებს უკრაინას იარაღით, მაგრამ NATO არ აგზავნის უკრაინაში ჯარისკაცებს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, ის უკრაინას არ გასცდეს, არ იყოს უფრო სასტიკი, სახიფათო და დამანგრეველი. ამიტომ დახმარებასთან ერთად ვმუშაობთ, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აღკვეთაზე“, - აცხადებს სტოლტენბერგი.