„პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მომავალში უკრაინის უფრო ინტენსიურად და კოორდინირებულად მხარდაჭერა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკიმ განუცხადა.
მან NATO-ში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინას სხვადასხვა სახის იარაღით. ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მომავალში უკრაინის უფრო ინტენსიურად და კოორდინირებულად მხარდაჭერა, რადგან მათ აქვთ თავდაცვის უფლება. ჩვენ, პარტნიორები ამ უფლებას ერთად დავუჭერთ მხარს. ამ საკითხს ასევე დიდი შვიდეულის ფარგლებში განვიხილავთ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
NATO-ში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. ომის დაწყებიდან, პირველად ბრიუსელში კოლეგებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება. დმიტრო კულება მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.