რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, 6 აპრილს უკრაინულმა დელეგაციამ შეთანხმების ახალი პროექტი წარმოადგინა.
„გუშინ უკრაინულმა მხარემ შეთანხმების თავისი პროექტი წარმოადგინა, რომელშიც ასახულია გადახვევები სტამბოლის შეხვედრაზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დებულებებისგან, რომლებსაც ხელს აწერდა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახმია. იმ დოკუმენტში უკრაინელებმა ნათლად განსაზღვრეს, რომ უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიები არ ვრცელდება ყირიმსა და სევასტოპოლზე. გუშინდელ პროექტში ეს კონსტატაცია აღარ არის, მის ნაცვლად კი წარმოდგენილია ბუნდოვანი ფორმულირებები „ეფექტური კონტროლის“ შესახებ. შეთანხმების მიღწევის ასეთი უუნარობა უკვე ქრონიკული გახდა. ის ახასიათებს ყირიმის ნამდვილ ზრახვებს, რომელიც მოლაპარაკებების გაჭიანურებასა და ჩაშლაზე გადის. ამაში ჩვენ ვხედავთ იმის დადასტურებას, რომ კიევის რეჟიმს აკონტროლებენ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები, რომლებიც ზელენსკის საომარი ქმედებების გაგრძელებისკენ უბიძგებენ“, - აცხადებს ლავროვი.