logo_geo
eng_logo
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმკაცრესად დაგმეს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე
- +

7 აპრილი. 2022. 19:23

 

 

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმკაცრესად დაგმეს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე.

„ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა აგრესორის მიერ უკრაინის მიწაზე ჩადენილი სისასტიკისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევების სიაში შევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრები აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო პირების დაღუპვის, წამებისა და სიკვდილით დასჯის ამსახველი შემზარავი სურათები, ასევე სექსუალური ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ცნობები აცხადყოფს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ.

მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან, უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიონ, მათ შორის სამხედრო ტექნიკისა და ფინანსური მხარდაჭერის კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner