აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ხანგრძლივი იქნება.
„როგორ გამოიყურება გამარჯვება? ვფიქრობ, რომ გამარჯვებაა, როდესაც უკრაინა რჩება თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, როგორც ეს 1991 წლიდან იყო, ხელუხლებელი ტერიტორიული მთლიანობით. ეს ძალიან რთული იქნება. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი“, - აღნიშნა გენერალმა მარკ მილიმ.
მისი თქმით, უკრაინამ წარმატებით დაამარცხა რუსეთის თავდაპირველი თავდასხმა კიევზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინ არის ბრძოლა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
„მათ შეძლეს რუსეთის შეტევის დამარცხება კიევის მიმართულებით, თუმცა ჯერ კიდევ წინ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა სამხრეთ-აღმოსავლეთით, დონბასი-დონეცკის რეგიონის გარშემო. ვფიქრობ, ახლა ეს ღია კითხვაა, როგორ დასრულდება ეს. იდეალურ შემთხვევაში, პუტინი გადაწყვეტს ცეცხლის შეწყვეტასა და აგრესიის შეჩერებას. თუმცა, ახლა ეს სცენარი არ ჩანს ჰორიზონტზე“, - განაცხადა მან.