logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ
- +

7 აპრილი. 2022. 22:05

 

 

დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

„დონბასისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მან მაქსიმალურ მასშტაბებს ჯერ არ მიაღწია. უკრაინის ამ მხარეში ყოველდღე უმძიმესი ბრძოლები იმართება და, სამწუხაროდ, წინ კიდევ ბევრია. დონბასისთვის ბრძოლა მოგაგონებთ მეორე მსოფლიო ომს, დიდი ოპერაციებით, მანევრებით, ათასობით ტანკის, ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავებისა და არტილერიის მონაწილეობით. ეს არ იქნება ლოკალური ოპერაცია. რუსეთს აქვს თავისი გეგმა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ბრძოლის ველზე გადაწყდება შედეგი“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner