თელ-ავივში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაჭრილებიც
-
+
7 აპრილი. 2022. 23:23
თელ-ავივში სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 10 კი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სროლის ხმა რამდენიმე ადგილას გაისმა. რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია