უკრაინაში ომი ახალ და განსხვავებულ ფაზაში შევიდა, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში, ,,ახლა უფრო კონცენტრირებული რუსული შეტევაა" და ნატო ამასთან საბრძოლველად უკრაინისთვის ახალი აღჭურვილობის მიწოდებას დათანხმდა.
ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ლიზ ტრასმა განაცხადა:
პუტინმა თავისი ტაქტიკა შეცვალა, მაგრამ არა მისი განზრახვა. მას სურს, მთელი უკრაინის კონტროლი.
მისი თქმით, ბრიტანეთი გააძლიერებს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას, თუმცა არ განუმარტავს, რას მოიცავს ეს.