უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ დიპლომატიურ მისიებსა და საელჩოებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„საელჩოები კიევში ბრუნდებიან. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თუნდაც სიმბოლოებისა და დიპლომატიური ჟესტების დონეზე. გთხოვთ დაბრუნდით ჩვენს დედაქალაქში და განაგრძეთ მუშაობა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა კიევში დიპლომატიურ მისიებს განუცხადა, რომ ეს არის „სიგნალი რუსეთისთვის, რომ კიევი ჩვენია“.
„ეს არის დედაქალაქი - ეს არ არის პროვინციული ქალაქი რუსეთიდან, მაგრამ ეს არის ჩვენი ქალაქი“, - თქვა ზელენსკიმ.