-
+
8 აპრილი. 2022. 13:41
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კიევში გაემგზავრნენ.
ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დედაქალაქში პოლონეთიდან მატარებლით ჩავლენ. მათ თან ახლავთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი.
კიევში დაგეგმილი აქვთ მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.